top of page

რეკომენდაციები ბავშვის ენისა და მეტყველების განვითარებისთვის 

 

ბავშვის ენისა და მეტყველების  განვითარებაში მნიშვნელოვან როლს მისი გარემო ასრულებს. ოჯახის წევრები, ან სხვა პირები ვის გარემოცვაშიც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს, მისთვის კომუნიკაციის პროცესის  საჩვენებელი მაგალითები ხართ. სწორედ თქვენზე დაკვირვებით და თქვენთან ურთიერთობის პროცესში სწავლობს ბავშვი იმას, რომ კომუნიკაცია სასიამოვნო და სასარგებლო პროცესია: ინფორმაციის გაცვლით სხვებთან კავშირს ამყარებს და საკუთარი სიტყვებით ან გამონათქვამებით რაღაცის მიღწევა ან შეცვლა შეუძლია. 

სპეციალისტებისთვის ცნობილია არაერთი ეფექტური სტრატეგია, რომელიც ენის  განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამ გამოცემაში განვიხილავთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის სიტყვათა მარაგის გამდიდრებას. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია სახლის გარემოში მშობლების, ან ბავშვზე მზრუნველი სხვა პირების მიერ. 

  • მოირგეთ ამღწერის როლი: ყველაფერი რასაც თქვენი შვილი გაღვიძებიდან დაძინებამდე აკეთებს, არის შესაძლებლობა რომ გარდაქმნათ/გამოიყენოთ სიტყვებად. მაგალითად: „ აი, შენი მაისური,  ჩაიცვი ტანზე.“ ეს მეთოდი ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს  და აჩვენებს ბავშვს რომ ყველა ნივთსა და მოქმედებას, თავის სახელი აქვს.

 

  • დაუთმეთ საკმარისი დრო ახალი სიტყვების ათვისებას: ახალი სიტყვების ათვისება ბევრჯერ გამეორებას მოითხოვს. გაითვალისწინეთ,რომ ყველა ბავშვს  დასწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს და  ნუ იღელვებთ თუკი ბავშვი პირველივე ცდაზე ვერ შეძლებს ახალი სიტყვის დამახსოვრებას. ეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვა  სხვადასხვა წინადადებებში, მაგალითად: „ეგ ბურთი რომლითაც თამაშობ დიდია, ხედავ იმ მანქანას? ისიც როგორი დიდია“. 


 

  • იმოქმედეთ „კიდევ ერთის დამატების“ პრინციპით: როდესაც ბავშვი სპონტანურად იტყვის რამეს, გაიმეორეთ მისი ნათქვამი  ერთი სიტყვის დამატებით. მაგალითად, თუ ბავშვმა თქვა „ვაშლი“, თქვენ გაიმეორეთ „წითელი ვაშლი“ ან „დიდი ვაშლი“. აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს  ლექსიკონის მოცულობის ზრდას და ასწავლის ბავშვს სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას.

 

  • შესთავაზეთ ბავშვს სწორი ფორმულირება: ეცადეთ არ შეაწყვეტინოთ ან შეუსწოროთ ბავშვს შეცდომები საუბრის პროცესში. ნუ ეტყვით, რომ მისი ნათქვამი არასწორია, ამის ნაცვლად აგრძნობინეთ რომ უსმენთ, შემდეგ კი გაუმეორეთ ნათქვამის სწორი ვერსია,   მაგალითად, თუ  ბავშვი გეტყვით  „ ბავშვები წადიან ეზოში“ დაეთანხმეთ და უთხარით:  „კი, ბავშვები  ეზოში მიდიან” სწორი უკუპასუხით ბავშვი, ხვდება, რომ თქვენთვის გასაგებია მისი ნათქვამი და ასევე, ეძლევა შესაძლებლობა თანდათან დახვეწოს და გაიფართოვოს საკუთარი ლექსიკური მარაგი. 

saati.jpg
swori formulireba.png
komentatori.jpg
jgk.jpg
bottom of page