უსაფრთხოების უნარები საგანგებო სიტუაციების დროს
უსაფრთხოების უნარები აერთიანებს საყოფაცხოვრებო და პერსონალურ უსაფრთხოებასთან, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობას და მათზე შესაბამისად რეაგირებას.
მოცემულ სტატიაში განხილულია მიწისძვრისა და ხანძრის შემთხვევებში სწორი რეაგირების სტრატეგიები, რომელთა სწავლებაც ბავშვებისთვის არის რეკომენდებული.
მიწისძვრის შემთხვევაში მოქმედების წესების სწავლება
პირველ რიგში მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია, თუ რა მოვლენაა მიწისძვრა, აუხსენით, რომ ეს არის სწრაფი და მოულოდნელი ბიძგები, რომელსაც რიგ შემთხვევაში შესაძლებელია მოჰყვეს ნგრევა. შემდეგ, კი მიაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული მოქმედებების შესახებ:
-
არ გაიქცე, არ დაიწყო ყვირილი და შეინარჩუნე სიმშვიდე.
-
დაიხარე და თავი შეაფარე ახლომდებარე მყარ ავეჯს, თუ საგანს. მაგალითად მაგიდა, საწოლი და მოეჭიდე მის ფეხს ბიძგების დასრულებამდე.
-
მოერიდე კარადებს და ღია თაროებს სადაც განთავსებულია წიგნები და საოჯახო ნივთები მაგ: ბრა, ტელევიზორი, ლარნაკები.
-
მიწისძვრის დროს არ გახვიდე აივანზე, არ ჩაირბინო კიბეებზე და არ ისარგებლო ლიფტით.
-
თუ მიწისძვრის დროს წევხარ საწოლში არ შეშინდე, დაიფარე ბალიში თავზე და დაელოდე ბიძგების დასრულებას.
ხანძრის შემთხვევაში მოქმედების წესების სწავლება