top of page

 უთანხმოება დედმამიშვილებს შორის

 

დედმამიშვილებს შორის უთანხმოება მშობლების მიერ დასახელებული ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა. მშობლების უმეტესობა, რომელსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს, ალბათ დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ იმ დედმამიშვილებსაც კი, რომლებიც ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან, ხშირად მოსდით ხოლმე უთანხმოება. Ეს არ არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დედმამიშვილებს უწევთ ერთ სახლში ცხოვრება და თავისუფალი დროის დიდი ნაწილის ერთად გატარება, გარდა ამისა, მათ როგორც წესი უწევთ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა მშობლების ყურადღებისა და სხვა რესურსების მოპოვების პროცესში. 

  • გააცნობიერეთ, რომ დედმამიშვილთან უთანხმოებებს დადებითი მხარეც გააჩნია, რადგან ის საშუალებას აძლევს ბავშვებს ისწავლონ კონფლიქტის გადაჭრა, და სხვა სოციალური უნარები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანია რეალურ სამყაროში, მაგალითად: რიგის დაცვა, გაყოფა, პირადი სივრცის დაცვა და პატივისცემა, როდის მიმართონ უფროსებს დასახმარებლად, როგორ გამოიყენონ სიტყვები, ფიზიკური ძალის ნაცვლად პრობლემის გადაჭრის მიზნით. 

  • შეაქეთ ბავშვები მაშინ, როდესაც ამჩნევთ რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. იმის ნაცვლად,  რომ შენიშვნა მისცეთ კონფლიქტის გამო, “გამოიჭირეთ” ბავშვები თქვენთვის სასურველი ქცევის განხორციელებისას. უთხარით, “ვხედავ რომ თქვენს ჯერს იცავთ, ყოჩაღ!”, “რა კარგია რომ ინაწილებთ სათამაშოებს!”. თქვენი მხრიდან გამოვლენილი ასეთი დადებითი ყურადღება, განამტკიცებს ბავშვების სასურველ ქცევას.

  • წაახალისეთ თავად ბავშვებიც, აღნიშნონ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სასურველი ქცევები. მაგალითად, უთხარით, რომ გითხრან როდესაც და ან ძმა, სათამაშოს ათხოვებს. ხაზი გაუსვით რომ ასეთი საქციელი მოწონებას იმსახურებს. შეგიძლიათ ასეთი ქცევების აღრიცხვაც კი დაიწყოთ და დააჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც გარკვეულ რაოდენობას დააგროვებენ. 

  • ასწავლეთ ისეთი სოციალური უნარები როგორიცაა, რიგის დაცვა, გაზიარება. დედმამიშვილებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზს ნივთის გაყოფა წარმოადგენს, რაზეც მშობლების უმეტესობა ნივთის ჩამორთმევით რეაგირებს. მნიშვნელოვანია, გარკვეული დროის შემდეგ ნივთის დაბრუნება და ბავშვებისთვის მისი განაწილების უნარის განვითარება. ერთ-ერთ სტარტეგიას წამზომის გამოყენებით სათამაშოს გამოყენებაზე დროითი შეზღუდვის დაწესება წარმოადგენს.

 

  • წინასწარ შეიმუშავეთ გეგმა, განსაკუთრებით უფროსი ბავშვებისთვის, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დედმამიშვილთან  სირთულის წარმოქმნის შემთხვევაში.მაგალითად, აუხსენით რომ თუ სათამაშოს გამოსტაცებს, შურისძიების ნაცვლად, მოვიდეს თქვენთან და მშვიდად გითხრათ ამის შესახებ. ან თუ მცირეწლოვანი დედმამიშვილი ყოველთვის ანგრევს უფროსის აშენებულ კონსტრუქციას, ჯობია მშობელმა თავიდანვე მოუწოდოს ბავშვს ააგოს ხოლმე ის, ცალკე ოთახში, ან ააწყოს რაიმე ნაგეგობა სპეციალურად უმცროსისთვის დანგრევის მიზნით. ამასთან, აუხსენით ბავშვებს, რომ თქვენ უნდა მოგმართონ მაშინ, როდესაც ვერ ახერხებენ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ან მაშინ როდესაც რომელიმე მათგანი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის,  და არა ნებისმიერი წვრილმანი უთანხმოების შემთხვევაში. 

 

  • იმსჯელეთ სამართლიანობის ცნების შესახებ: განუმარტეთ ბავშვებს, რომ სამართლიანობა ყოველთვის თანასწორობას არ გულისხმობს და რომ კონკრეტულ ბავშვის მიმართ,  კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა სხვა მოთხოვნები არსებობდეს, მაგალითად ასაკით უფროს ბავშვს შეუძლია უფრო გვიან დაიძინოს, ვიდრე უმცროსს. მოუყვანეთ მაგალითი თქვენი ცხოვრებიდან, ან სხვადასხვა ისტორია, რომელიც ერთი შეხედვით უსამართლო სიტუაციას ასახავს, თუმცა მისი გაანალიზებს შემდეგ, აღმოჩნდება, რომ ასე არ არის, მაგალითად როდესაც რომელიმე თანამშრომელი რაიმე პრივილეგიით სარგებლობდეს ასაკის ან სხვა გარემოების გამო. 

 

  • თუკი რომელიმე ბავშვი განსაკუთრებული საჭიროებისაა და დამატებითი ყურადღება ან ხელშეწყობა სჭირდება, ღიად ესაუბრეთ ამის შესახებ მის დედმამიშვილებს, ასევე მოუსმინეთ მათ აზრებს და განცდებს ამასთან დაკავშირებით. 

  • ეცადეთ შეძლებისდაგვარად გამოყოთ ინდივიდუალური დრო თითოეული ბავშვისთვის, რომელიც მათ თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს. ეს შეიძლება იყოს თუნდაც რამდენიმეწუთიანი თამაში, ან ერთად საუზმობა. 

asdf.jpg
bottom of page