როგორ ვესაუბროთ 0-დან 6 თვის ასაკის ბავშვს?
ოდესმე გიფიქრიათ, რომ არ იცით როგორ ან რა თემაზე ესაუბროთ საკუთარ შვილს? მშობლების უმეტესობას გულწრფელად სურს გაიგოს მეტი შვილების ფიქრების, განცდების და ოცნებების შესახებ, მაგრამ ხანდახან ეს არც ისე ადვილია. სირთულეები, რომლებსაც მშობლები აწყდებიან შვილებთან საუბრის წამოწყებისას, განსხვავებულია სხვადასხვა ასაკისათვის. სკოლამდელ ასაკის ბავშვებთან, ზოგჯერ ძნელია სათქმელის მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე გადმოცემა. მოზარდები კი ხშირად თავად ტოვებენ უყურადღებოდ უფროსების მხრიდან გამოვლენილ საუბრის ინიციატივას. ახლა, როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, დღის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, შესაძლოა კარგი დრო იყოს ბავშვებთან საერთო ენის გამოსანახად.
არასდროსაა ძალიან ადრე თქვენს შვილთან სასაუბროდ. ბავშვი ცდილობს თქვენთან კომუნიკაციაში შემოსვლას პირველივე დღიდან. თქვენი მიზანია ეს პროცესი მისთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოთ. იმისათვის, რომ ბავშვებთან საუბარი მარტივად და სწორად წარიმართოს, წაახალისეთ მცირე საუბრები დაბადების პირველივე დღიდან. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რეკომენდაციებს, როგორ ვესაუბროთ 0-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვს:
ესაუბრეთ : საუბარი ეხმარება ბავშვს შეიმეცნოს სამყარო. ეცადეთ, მარტივი წინადადებებით აღწეროთ ის ყოველდღიური აქტივობები, რომელსაც ბავშვთან ერთად ახორციელებთ, მაგალითად, მისი საბანაოდ მომზადების პროცესი.
„ნახე, საბანაოდ ვემზადებით“
„ახლა დედიკო აბაზანას წყლით აავსებს“
„შენი სათამაშო იხვი უკვე გელოდება, რომ ერთად იბანაოთ“
„გამშრალების დროა“
მოუსმინეთ: რას აკეთებს ბავშვი, როცა ლაპარაკს ან სიმღერას წყვეტთ? ღუღუნი და ხელ-ფეხის ქნევა მათი კომუნიკაციის საშუალებაა. დააკვირდით ბავშვს და გაამახვილეთ ყურადღება როგორ იცვლის სახის გამომეტყველებას, რა ხმებს გამოსცემს და რა მოძრაობებს აკეთებს. დაფიქრდით, რას შეიძლება განიცდიდეს ბავშვი ამ დროს.
უპასუხეთ: გაიმეორეთ ბავშვის მიერ გამოცემული ბგერები, მიბაძეთ მისი სახის გამომეტყველებას და აღწერეთ მისი მდგომარეობა: “როგორც ჩანს კარგად გრძნობ თავს ”, “მგონი, რაღაცით უკმაყოფილო ხარ”. ცხადია, ბავშვს ჯერ არ შეუძლია გიპასუხოთ, მაგრამ უსახელებთ და აღწერთ რა მის ემოციურ მდგომარეობას ეხმარებით მას სამომავლოდ მათ ამოცნობაში. ზოგიერთი ემოცია, რომელიც შესაძლოა შეამჩნიოთ მანამ, სანამ ბავშვები თავად გაიგებენ მათი არსებობის შესახებ, მაგალითად სიხარული, გაკვირვება, შიში, და სხვა.