როგორ დავეხმაროთ ბავშვს ტუალეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?
ტუალეტის უნარ-ჩვევების დასწავლა ერთ-ერთი რთული პროცესია, რომელიც დიდ დროს, ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვს მშობლის მხრიდან. აღნიშნულ უნარზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ მზაობაზე და არა ასაკზე.
ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად არის ბავშვი მზად ტუალეტის უნარის ასათვისებლად:
-
გამოხატავს დისკომფორტს როდესაც ჩასვრილი ან ჩასველებულია
ინარჩუნებს სიმშრალეს 2 სთ-ის განმავლობაში
-
შეუძლია რამდენიმე წუთის განმავლობაში ქოთანზე ჯდომა
-
შეუძლია მარტივი ინსტრუქციების შესრულება
-
ხვდება, როდესაც აქვს კუჭს მოქმედება და ამ დროს ცდილობს სხვებისგან გარიდებას
-
კუჭ-ნაწლავის მოქმედება მეტ-ნაკლებად წესრიგში აქვს.
თუკი ბავშვი ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმეტესობას აკმაყოფილებს, შეგიძლიათ დაიწყოთ ტუალეტის ჩვევის სწავლება ქვემოთ მოცემული სტრატეგიების გამოყენებით:
-
დაიწყეთ კვების რუტინის მოწესრიგებით. ეცადეთ კვებიდან კვებამდე შეინარჩუნეთ ერთი და იგივე დროის ინტერვალი. გაითვალისწინეთ, რომ კუჭის მოქმედება ხშირად ხდება ჭამიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ.
-
შექმენით და აწარმოეთ ცხრილი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ყოველ 30 წუთში ერთხელ, შეიყვანეთ ბავშვი საპირფარეშოში და შესაბამისი სიმბოლოებით მონიშნეთ ის დროები, როდესაც ბავშვი მოშარდავს ან ექნება კუჭის მოქმედება.
-
2 კვირის შემდეგ დააჯამეთ ცხრილის მონაცემები და ბავშვი გაიყვანეთ საპირფარეშოში დროის იმ მონაკვეთებში, როდესაც ყველაზე ხშირად გამოვლინდა შარდვა ან კუჭის მოქმედება.
-
გაითვალისწინეთ, რომ ქოთანზე ან უნიტაზზე ჯდომისას, ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეს. თუკი ამ დროს ბავშვი ფეხებს ვერ აწვდენს იატაკს, გამოიყენეთ მცირე ზომის სკამი ან კუბი ტერფების საყრდენად.
-
დასვით ბავშვი ქოთანსა ან უნიტაზზე დაახლოებით 10, მაქსიმუმ 15 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში არ მოხდა შარდვა ან კუჭის მოქმედება, გამოიყვანეთ საპირფარეშოდან და კვლავ სცადეთ იგივე 30 წუთის შემდეგ. წარმატებული მცდელობის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ბავშვის წახალისება (მაგალითად, შექებით, ჩახუტებით, ტაშის დაკვრით და ა.შ.)
-
ასწავლეთ მიმანიშნებლების გამოყენება ტუალეტში გასვლისთვის, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სიტყვა, რომელსაც ყოველ ჯერზე გამოიყენებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გაუჭირდება ასეთი ტიპის მიმანიშნებლის დასწავლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე ჟესტი ან სხვა სახის მინიშნება.
-
მაქსიმალურად ჩართეთ ბავშვი საკუთარი შარვლის, საცვლების ჩაწევა/ ამოწევის პროცესში. ამ დროს შესაძლოა მოარგოთ ტანსაცმელი ბავშვის შესაძლებლობებს და ღილების ნაცვლად გამოიყენოთ შარვალი რეზინზე.
-
გაითვალისწინეთ, რომ სასურველია ქოთანი იყოს საპირფარეშოში და არა სხვა ოთახში. თუ ბავშვს აპროტესტებს საპირფარეშოში შესვლას, ამ შემთხვევაში ქოთანი მოათავსეთ საპირფარეშოსთან ახლოს და ეტაპობრივად მიუახლოვეთ საპირფარეშოს კარს. გახსოვდეთ საბოლოო მიზანი საპირფარეშოს სივრცეში შესვლაა.
-
ყურადღება გაამახვილეთ ტუალეტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებზეც, როგორიცაა მაგალითად უნიტაზის ჩარეცხვა, ხელების დაბანა და სხვა.
-
სწავლების პროცესში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალურის ცხრილიც, რომელზეც ასახული იქნება ტუალეტის გამოყენებისთვის საჭირო ნაბიჯები. თითოეული მათგანი განიხილეთ ბავშვთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში მიეცით დამატებითი სიტყვიერი ინსტრუქციები .