რეკომენდაციები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეირობილოგიური საფუძვლის მქონე დარღვევაა, რომელიც ბავშვების დაახლოებით 5%-ს აღენიშნება და ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით ვლინდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში იგი ჰიპერაქტივობის გარეშეც შეიძლება შეგვხდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სინდრომი არ არის დაკავშირებული ინტელექტუალური განვითარების შეფერხებასთან, იგი ბევრ ისეთ სირთულეს უკავშირდება, რომელიც ხელს უშლის ბავშვს აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ: ასეთ ბავშვებს უჭირთ დეტალებზე ფოკუსირება, ინსტრუქციის მიყოლა და დავალების დასრულებაც, აქტივობების ორგანიზება. Ასევე, ხშირად კარგავენ დავალების შესრულებისთვის აუცილებელ სასკოლო ნივთებს და სხვა. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ჰიპერაქტივობის მახასიათებელიც, ბავშვისთვის სირთულეს წარმოადგენს სკამდე ჯდომა, ამის ნაცვლად ხშირად იქნევს ხელებსა და ფეხებს, მოუსვენრობს, წრიალებს ჯდომისას. გადაჭარბებულად და სიტუაციის შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან. ლაპარაკობს ბევრს და შეიძლება პასუხი შეკითხვის დასრულევამდეც წამოიძახოს.
როგორ შევუქმნათ მეცადინეობისთვის სასურველი გარემო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვს?
-
რაც შეიძლება მეტად უნდა შეამციროთ მხედველობითი და სმენითი გამღიზიანებელი იმ ოთახში, სადაც ბავშვი მეცადინეობს, რათა ბავშვს ადვილად არ გაეფანტოს ყურადღება შესასრულებელი აქტივობიდან. Ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურსასმენები
-
სასურველია, დავალებების შესრულების დროს ოთახში არ იყოს ჩართული ტელევიზორი ან კომპიუტერი, ოჯახის წევრები კი ამ პერიოდში ნაკლებად იყენებდნენ აღნიშნულ ოთახს. თუ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის მთლიანი ოთახის გამოყოფა შეუძლებელია, სასურველია ბავშვს ჰქონდეს ცალკე კუთხე მეცადინეობისთვის.
-
სასკოლო დავალებები სასურველია შესრულდეს დღის ისეთი მონაკვეთში, როდესაც ოთახში ოჯახის სხვა წევრები არ იმყოფებიან.
-
შეეცადეთ რომ იმ ოთახის კედლები, სადაც ბავშვი მეცადინეობს ნაკლებად იყოს დატვირთული ნახატებით ან სხვადასხვა სუვენირებით.
-
დაეხმარეთ ბავშვს დავალებების ორგანიზებაში, შესთავაზეთ. რომ მაგიდაზე წინასწარ დააწყოს ის წიგნები და საჭირო ნივთები რაც კონკრეტული დავალების შესრულებისთვის დასჭირდება.
-
ერთ ჯერზე უთხარით რომ შეასწრულოს მხოლოდ ერთი დავალება
-
დავალება დაუყავით შედარებით პატარა ნაწილებად, ყოველი ეტაპის შესრულების შემდეგ მიეცით შესვენების საშუალება.
-
შესასრულებელი დავალებების, საქმიანობების შეხსენების მიზნით გამოიყენეთ პატარა წებოვანი ფურცლები, რომლებიც სასურველია თვალსაჩინო ადგილას განათავსოთ. Სხვადასხვა საგნისთვის სხვადასხვა ფერის ფურცელი გამოიყენეთ
-
ხშირად წაახალისეთ შესრულებული დავალებისთვის, აღნიშნეთ თუ როგორ გაართვა თავი დავალებას. მაგალითად, “ძალიან კმაყოფილი რომ ვარ ყველა ამოცანა ამოხსენი”.
-
Წაახალისეთ ბავშვი დაგისვათ შეკითხვა, ან გთხოვოთ დახმარება, თუ მისთვის გაუგებარი დავალების შინაარსი.
-
ნუ მოსთხოვთ ყველა დავალების მაგიდასთან შესრულებას. მიეცით უფლება განთავსდეს დივანზე, ხალიჩაზე, პუფზე.
-
არ მისცეთ შენიშვნა გადაჭარბებული მოძრაობის გამო.
-
თუ ბავშვს დავალების შესრულებისთვის სკამზე ჯდომა 5-10 წუთზე მეტ ხანს ჭირდება და ატყობთ, რომ ეს მისთვის რთულია, გამოიყენეთ სურათზე მოცემული დამხმარე საშუალებები. Ეს საშუალებას მისცემს ბავშვს შეასრულოს გარკვეული მოძრაობები და ამავდროულად იმუშაოს დავალებაზე.