top of page

როგორ წავახალისოთ დამოუკიდებლად ჩაცმა

ჩაცმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან, როგორიცაა მაგალითად: წინდების, მაისურის, ქურთუკის ჩაცმა/გახდა; შესაკრავებით (ელვა, ღილები, თასმები) მანიპულირება; სეზონისა და ამინდის შესაფერისი ტანსაცმლისა თუ აქსესუარების შერჩევა; სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარჩევა; ტანსაცმლის მოვლა და  სხვა. 

მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად ჩაცმის სწავლების მაქსიმალურად წახალისება და ხელშეწყობა.  ამისათვის გაითვალისწინეთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია: 

2.jpg
11.jpg
  • პირველ ეტაპზე, შესთავაზეთ ბავშვს ჩაცმა  დამჯდარ მდგომარეობაში, ეს დაეხმარება მას ნაკლებად მოახდინოს ფოკუსირება ბალანსის შენარჩუნებაზე და უკეთ კონცენტრირდეს ჩაცმის პროცესზე. 

 

  • პირველად ასწავლეთ გახდა, რადგან გახდა ჩაცმაზე მარტივია. დასაწყისისთვის შესთავაზეთ ნაკლებად მჭიდრო ან წელვადი სამოსი.

  • გაუკეთეთ მოდელირება, აჩვენეთ რის გაკეთებას სთხოვთ და მიეცით საჭირო დრო, ნუ დააჩქარებთ, საჭიროების შემთხვევაში გაუწიეთ ფიზიკური მხარდაჭერა -”ხელით ხელზე“ მეთოდის გამოყენებით. 

  • პროცესში გამოიყენეთ სარკე, რათა ბავშვმა კარგად დაინახოს ყოველი მისი მოქმედება. პროცესში მიეცით ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები. მაგალითად: გაუყარე მარჯვენა ხელი, ჩამოიცვი მაისური თავზე და ასე შემდეგ.  

  • ასწავლეთ ტანსაცმლის წინა და უკანა მხარის გარჩევა მასზე არსებული იარლიყის საშუალებით. პროცესის გამარტივებისთვის, პირველ ეტაპზე ტანსაცმელი დაულაგეთ სწორად და იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც უნდა ჩაიცვას, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მოქმედებების ვიზუალური განრიგი 

 

  • შესაკრავების შეკვრა/გახსნის  სასწავლებლად გამოიყენეთ ფუნქციური დაფა, რომელზეც მოთავსებულია სხვადასხვა შესაკრავები. 

ასდფ.gif
44.png
  1. დაიწყეთ დიდი ზომის შესაკრავებით და შემდეგ გადადით პატარა ზომაზე.

  2. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის თასმები, ეს დაეხმარება ბავშვს უკეთ აღიქვას თასმის გაყრის თანმიმდევრობა და მიმართულება.                 

  3. თუკი მცდელობის მიუხედავად ბავშვს უჭირს თასმების გამოყენება, თავდაპირველად, პროცესის გამარტივებისთვის გამოიყენეთ შესაკრავები ფხრიწზე ან მაგალითად რეზინიანი შარვალი ან კაბა.

  • თუ ბავშვს უჭირს მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის გარჩევა, გამოიყენეთ მანიშნებელი სტიკერები, რომელსაც ფეხსაცმლის შიდა ნაწილზე დააკრავთ , სტიკერები შეიძლება იყოს განსხვავებული ფერის მაგ: წითელი - ნიშნავს მარჯვენა ფეხს, ხოლო მწვანე -მარცხენას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ცხოველის სტიკერი ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. 

აააა.jpg
ასდფგ.jpg
bottom of page