როგორ ვესაუბროთ 12-დან 24თვემდე ასაკის ბავშვს
ჩვენი ორგანიზაციის ყოველკვირეული გამოცემის წინა გამოშვებებში წარმოგიდგინეთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ ვესაუბროთ 0-დან 6 თვემდე და 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებს. მოცემულ სტატიაში კი განვიხილავთ 12-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვებთან კომუნიკაციის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დაახლოებით 12 თვის ასაკიდან, ბავშვების უმეტესობა იწყებს პირველი სიტყვების წარმოთქმას და აქტიურად იყენებს ჟესტებს სასურველ ობიექტზე მისათითებლად. პირველი სიტყვების შემდეგ, ლექსიკური მარაგი ეტაპობრივად იზრდება და 2 წლისათვის ბავშვი იყენებს ორსიტყვიან მარტივ ფრაზებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ სიტყვას ამბობს ბავშვი, გახსოვდეთ, რომ მათ უკვე ესმით თქვენი საუბრის უმეტესი ნაწილი. ბავშვები, ამ პერიოდში, უსმენენ ყველაფერს, რასაც ეუბნებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დიდი დრო დაუთმოთ მათთან საუბარს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე აქტივობას და რეკომენდაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენსა და თქვენს შვილს შორის კომუნიკაციის დამყარებას და გახდის ამ პროცესს სახალისოს და განმავითარებელს.
შექმენით ხმოვანი ყუთი
შეკრიბეთ რამდენიმე, ბავშვისთვის ნაცნობი სათამაშო და ჩაყარეთ ყუთში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანთა ან ბალიშის პირიც). მოთავსდით ბავშვთან ერთად და დადეთ ყუთი თქვენსა და ბავშვს შორის. გამოეცით ხმა, რომელსაც გამოსცემს ყუთში მყოფი რომელიმე სათამაშო. მაგალითად, „მუ“ - ძროხა, „მიაუ“ - კატა, „ჩუქუ-ჩუქუ“ - მატარებელი. სთხოვეთ ბავშვს, იპოვოს ყუთში სათამაშო, რომელიც გამოსცემს მსგავს ხმას. წაახალისეთ, რომ ყურადღებით დაათვალიეროს ყუთი და იპოვოს შესაბამისი სათამაშო. როდესაც იპოვის, შეაქეთ და დაასახელეთ ნაპოვნი სათამაშო. მაგალითად, „ყოჩაღ, შენ იპოვე კატა“.
ამგვარად, ბავშვი სწავლობს ნათქვამზე ყურადღების გამახვილებას და ივითარებს მიმართული მეტყველების გაგების უნარს.
დაუსვით კითხვები წიგნების შესახებ

ითამაშეთ წარმოსახვითი თამაშები
ეთამაშეთ ბავშვს წარმოსახვითი თამაშები, მათი საყვარელი თოჯინებისა და სათამაშოების გამოყენებით. მაგალითად, ისაუბრეთ მასთან ერთად სათამაშო ტელეფონზე, აჭამეთ თოჯინებს ან მოაწყვეთ სათამაშო ცხოველების წვეულება.
შემოიყვანეთ სათამაშოები, როგორც დამატებითი პერსონაჟები თქვენს თამაშებში. მაგალითად, „დათუნიასაც უნდა ჩვენთან ერთად თამაში. მოდი მასაც გავუგოროთ ბურთი“.