top of page

უსაფრთხოების უნარების სწავლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

 

საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა და მათზე სათანადო რეაგირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარება ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ქვემოთ განხილულია რამდენიმე საკითხი, რომელზეც სასურველია აქცენტი უნდა გააკეთოთ სწავლების პროცესში.  

 პერსონალური მონაცემების ცოდნა 

  • მოიფიქრეთ სხვადასხვა თამაში, რომლის დროსაც ბავშვს საკუთარი სახელისა და  გვარის გამეორებას სთხოვთ. სასურველია ასევე ასწავლოთ მშობლების და მასზე ძირითადი მზრუნველი პირების სახელები და გვარებიც. 

  • მოიფიქრეთ მარტივი სიმღერა/მელოდია და მელოდიის თანხლებით ასწავლეთ ბავშვს თქვენი ტელეფონის ნომერი, რადგან ბევრი ბავშვი ამ გზით  უფრო მარტივად იმახსოვრებს რიცხვების თანმიმდევრობას. 

  • ასწავლეთ ბავშვს საცხოვრებელი სახლის მისამართი, თუ მას აქვს ზუსტი მისამართის დამახსოვრების სირთულე, ყურადღება გაამახვილეთ უბანსა და ქუჩის დასახელებაზე.  

 

ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების სერვისების შესახებ

ასწავლეთ ბავშვებს გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ნომერი - “ერთი- ერთი-ორი” (112) და განიხილეთ ის სიტუაციები, თუ როდის შეიძლება იყოს საჭირო როდესაც 112-ზე დარეკვა. მაგალითად:   

  • თუ ოჯახის წევრი ცუდად გახდა  და გარშემო მოზრდილები არ არიან

  • თუ დაინახა რომ ხანძარია 

  • თუ ვინმე დაშავდა თამაშის დროს და გარშემო უფროსები არ არიან 

  • ასწავლეთ, რომ 112-ზე ზარის განხორციელებისას,  დაელოდოს ოპერატორს და უპასუხოს დასმულ კითხვებს, არ გათიშოს ტელეფონი თუ ოპერატორი კიდევ სვამს კითხვებს.

  • გამოიყენეთ სხვადასხვა თამაში ან აქტივობა,  რომელიც ბავშვებს საშუალებას მისცემთ ივარჯიშონ აღნიშნული ნომრის აკრეფაში, თუმცა ყურადღება გაამახვილეთ იმაზეც, რომ 112 ზე დარეკვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. 

 

როგორ მოიქცეს დაიკარგვის შემთხვევაში  

ასწავლეთ, რომ ითხოვოს დახმარება თუ გზა აერია ან დაიკარგა.  ურჩიეთ რომ დახმარების სათხოვნელად, უმჯობესია მიმართოს ისეთ პირებს, რომელთაც აცვიათ ესა თუ ის უნიფორმა, მაგალითად: საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, დაცვის თანამშრომელს, მაღაზიის კონსულტანტს. 

bottom of page