top of page

რეკომენდაციები წერის უნარების გასავითარებლად

წერის უნარების ჩამოყალიბება დინამიური პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იწყება. იმისათვის, რომ ბავშვმა ცალკეული ასოების გამოწეროს, მას უნდა შეეძლოს თითების და ხელების შეთანხმებული მოძრაობა, კალმის სწორად ჭერა და სხვა. მოცემულ სტატიაში მოცემულია რეკომენდაციები და აქტივობები, რომელთა შესრულებაც ბავშვს სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებაში დაეხმარება.  

აქვე აღსანიშნავია, რომ წერის უნარის განვითარებაზე მუშაობისას, რეკომენდებულია გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა და გირჩევთ პირველ ეტაპზე შეასრულოთ მოსამზადებელ აქტივობები, შემდეგ ნატიფი მოტორული აქტივობები და ბოლოს ძირითადი აქტივობები. 

 

  1. მოსამზადებელი აქტივობები: 

  • მტევნის გავარჯიშება - მოიცავს თითებისა და მაჯის სხვადასხვა მოძრაობას. მაგალითად: მუჭის შეკვრა/გახსნა, თითების განცალკევება/შეტყუპება და ერთმანეთთან თანმიმდევრულად შეხება, მაჯის მოხრა/გაშლა და სხვა. 

 

  • კოორდინირებული მოძრაობები - გულისხმობს ორივე ხელის შეთანხმებულ მოძრაობას, როგორიცაა, მაგალითად ტაში და რიტმული დაკვრა მაგიდაზე.

  • ძალისა და გამძლეობის სავარჯიშოები - მცირე ზომის ბურთის მუშტში შეკუმშვა რამდენჯერმე ან მისი წრიული მოძრაობა მაგიდაზე, თითების განცალკევება ერთმანეთისგან რეზინის გამოყენებით და სხვა. 

 

მსგავსი სავარჯიშოების შესრულება ხელს უწყობს ისეთი მოქმედებების შესრულებას,  როგორიცაა კალმის ხელში დაჭერა და მისი დაფიქსირება ფურცელზე, სხვადასხვა ასოების მოხაზვა და სხვა

 

2. ნატიფი მოტორული აქტივობის მაგალითები:

 

  • ფერადი ფურცლები - სთხოვეთ ბავშვს დაჭმუჭვნოს ფურცელი ისე, რომ მისცეს მას ბურთის ფორმა და ისროლოს მიზანში - მაგალითად კონტეინერში. 

  • პლასტელინი - დაამზადეთ სხვადასხვა ფიგურა პლასტელინის გამოყენებით. მაგალითად წრე, სამკუთხედი, ჰორიზონტალური/ვერტიკალური ხაზები და სხვა.

 

ასევე,  პლასტელინში წინასწარ შეურიეთ მონეტები ან მძივები და უთხარით ბავშვს, რომ განაცალკევოს ისინი წინასწარ განსაზღვრულ დროში, მაგალითად 20 წამის განმავლობაში. 

 

3. ძირითადი აქტივობის მაგალითები:

  • წერტილების შეერთება და ფიგურების დახაზვა - თავდაპირველად დაიწყეთ შედარებით მარტივი დავალებით და სთხოვეთ ბავშვს, რომ  გაავლოს ჰორიზონტალურად განლაგებული წერტილებს შორის გაავლოს ხაზი. შემდეგ გაართულეთ დავალება: ფურცელზე დასვით რამდენიმე წერტილი ისე, რომ მიიღოთ მარტივი ფიგურა. მაგალითად, სამკუთხედი. საწყის ეტაპზე, წერტილები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს განლაგებული. თანდათანობით, შეამცირეთ წერტილების რაოდენობა და გაზარდეთ მათ შორის მანძილი. ვარჯიშის ბოლო ეტაპზე, ბავშვმა თავად უნდა შეძლოს ფიგურების დამოუკიდებლად დახაზვა. 

  • სიტყვიერი და ვიზუალური მიმანიშნებლების გამოყენება -  უთხარით ბავშვს, თუ საიდან უნდა დაიწყოს ასოების მოხაზვა. მაგალითად ასობგერა ბ - ს შემთხვევაში განუმარტეთ, რომ წერა დაიწყოს ზემოდან ქვემოთ. ასევე, შეგიძლიათ მოუნიშნოთ ასობგერის საწყისი და საბოლოო წერტილები. 

  • საკუთარი ნაწერის შეფასება - სესიის დასასრულს, სთხოვეთ ბავშვს შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი. მაგალითად მის მიერ დაწერილ ცალკეულ სიტყვებსა თუ წინადადებაში, მონიშოს ის ასობგერები, რომლებიც სწორი მოხაზულობისაა. 

saf.png
q.png
asdgf.png
asdag.png
2.png
bottom of page