top of page

როგორ შევუწყოთ ხელი წერის უნარების განვითარებას 

_edited.jpg

წერის პროცესი ერთ-ერთი კომპლექსური აქტივობაა, რომელიც სხვადასხვა უნარის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ბავშვმა წარმატებით გაართვას თავი წერის პროცესს,  პირველ რიგში აუცილებელია მისთვის სათანადო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, მას  უნდა შეეძლოს სკამზე ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნება და კალმის სწორად ჭერა. სწორედ ამიტომ, წერის უნარის განვითარებაზე მუშაობისას, მნიშნელოვანია აღნიშნულ კომპონენტებზე სათანადო ყურადღების გამახვილება, რაშიც ვფიქრობთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ:  

 

1. სამუშაო კუთხის შერჩევა.

მნიშვნელოვანია, წერისა და სხვა აკადემიური აქტივობებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება, სადაც ნაკლებად იქნება ყურადღების გამფანტველი ნივთები და ბავშვს მეტად შეეძლება აქტივობაზე ფოკუსირება. 

2. წერისთვის საჭირო საშუალებების ორგანიზება.

წერის დაწყებამდე, დაეხმარეთ ბავშვს ნივთების ორგანიზებაში. ჰკითხეთ რა სჭირდება და დარწმუნდით, რომ საწერ მაგიდაზე მხოლოდ ის ნივთები აქვს მოთავსებული, რომელსაც წერის პროცესში იყენებს. მაგალითად ფურცელი, ფანქარი, საშლელი და სხვა.

3. წერისთვის სწორი პოზის შერჩევა. 

წერის პროცესში ბავშვი უნდა იჯდეს:

-გამართული, ისე რომ სხეული ჰქონდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

-საზურგესთან მაქსიმალურად ახლოს. 

-ფეხებით  ეყრდნობოდეს იატაკს. 

იმისათვის, რომ ბავშვს შეეძლოს სწორი პოზის მიღება და შენარჩუნება, საჭიროა, საწერი მაგიდა და სკამი იყოს მისი სხეულის პროპორციების შესაბამისი. თუმცა, თუკი სკამი მაღალია, შეგიძლიათ  გამოიყენოთ ყუთი, რომელზეც ბავშვი ფეხებს დააყრდნობს. 

 

4. ასწავლეთ კალმის სწორად დაჭერა - გაითვალისწინეთ, რომ კალმის ხელში დაჭერის უნარი ყალიბდება ეტაპობრივად. ყველაზე ბოლოს, დაახლოებით 5 - 6 წლის ასაკში ვითარდება სამთითა, დინამიური ჩაჭიდება. განვითარების და ასაკის შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ვასწავლოთ და ვაჩვენოთ, თუ როგორ დაიჭიროს ხელში კალამი. მემარცხენე ბავშვისთვის კალმის სწორად დაჭერის დემონსტრირებისას, გამოიყენეთ მარცხენა ხელი, ხოლო მემარჯვენე ბავშვისთვის - მარჯვენა ხელი. 

გაითვალისწინეთ, რომ პირველ ეტაპზე რეკომენდებულია შედარებით მსხვილტარიანი კალმის გამოყენება, რათა ბავშვა უკეთ შეძლოს  მასზე ჩაჭიდება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.შეარჩიეთ ფურცლის სწორი მდებარეობა- და ბოლოს, მნიშვნელოვანია ბავშვი კარგად ხედავდეს საკუთარ ნაწერს და ჰქონდეს მეტი კონტროლი წერის პროცესში. შესაბამისად, როდესაც ბავშვი მემარცხენე, ანუ ცაციაა - ფურცელი სასურველია იყოს ონდავ დახრილი მარჯვენა მხარეს, ხოლო,  თუ ბავშვის წამყვანი ხელი მარჯვენაა - მაშინ გადახრილი მარცხენა მხარეს. 

_edited.jpg
2_edited.jpg
bottom of page