როგორ დავეხმაროთ ბავშვს პანდემიით გამოწვეულ სხვადასხვა იმედგაცრუებასთან გამკლავებაში?
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ბავშვების ცხოვრება. ის გარემოება, რომ ბავშვებმა ვერ შეძლეს მათთვის საინტერესო ისეთ აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ექსკურსიებსა და საზახფულო ბანაკებში მონაწილეობა, იმედგაცრუების მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება იქცეს. მართალია, მოცემულ ვითარებაში ზრდასრულებსაც უწევთ საკუთარ იმედგაცრუებებთან გამკლავება, თუმცა, ბავშვებისგან გასხვავებით, მათ აქვთ გამკლავების გამოცდილება. ბავშვებისთვის კი მისი დამოუკიდებლად გადალახვა შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს და საჭიროებდნენ უფროსების მხარდაჭერას, რაშიც ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ:
-
დააზუსტეთ რა იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ბავშვისთვის: რომელიმე სასკოლო ღონისძიების ჩაშლა პანდემიის გამო, შეიძლება სხვადასხვა ბავშვისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გულდასაწყვეტი. თუკი ერთი ბავშვისთვის ეს კონკრეტული ადგილის მონახულების შესაძლებლობის დაკარგვაა, მეორესთვის შეიძლება დაკავშირებული იყოს რომელიმე მეგობართან დროის გატარების, ახალი სპორტული აღჭურვილობის გამოცდის ან ფოტოების გადაღების შესაძლებლობის დაკარგვასთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოუსმინოთ ბავშვს და გაარკვიოთ იმედგაცრუების კონკრეტული მიზეზი. ეს დაგეხმარებათ ბავშვის უკეთ გაგებასა და მისთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენაში.
-
ნუ გააკრიტიკებთ ბავშვს უარყოფითი ემოციებისა და რეაქციების გამო: იმედგაცრუება ასეთ ვითარებაში, ბუნებრივი რეაქცია, თუკი ის, რისთვისაც ემზადებოდა და რის მიმართაც დიდი მოლოდინი გაგაჩნდა, არ სრულდება. ასეთ სიტუაციაში ბავშვის ემოციებისადმი მიმღებლობა მნიშვნელოვანია, მოერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა “არა უშავს”, “მერე რა მოხდა”, რადგან ასეთ დროს ბავშვი ემოციურად უფრო იზოლირებულად იგრძნობს თავს. ამის ნაცვლად, ხაზი გაუსვით რომ გესმით მათი.
-
როდესაც ბავშვი იმედგაცრუებას გაღიზიანებით გამოხატავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე: მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება შესაძლოა რთული იყოს, აღნიშნული რეკომენდაციის დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ბავშვს აძლევთ მაგალითს, თუ როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე რთულ სიტუაციაში, გარდა ამისა, ბავშვების დიდ ნაწილზე, მშობლის გაღიზიანება და ნეგატიური ემოციები უარყოფითად აისახება და კიდევ უფრო მეტად აუარესებს მათ მდგომარეობას.
-
დაეხმარეთ სიტუაციის უკეთ გაანალიზებაში: ბავშვებს ხშირად უჭირთ სიტუაციის სრული სურათის დანახვა და მოვლენებს “შავ-თეთრად” აღიქვამენ, თუ ბავშვს ეჩვენება, რომ სკოლაში აღარასოდეს დაბრუნდება და თავის მეგობრებსაც ვეღარ ნახავს, და ა.შ. უთხარით,რომ მართალია შესაძლოა მას ასეთი განცდა აქვს და რთულია როდესაც არ იცი როდის დაუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ პანდემია არ გაგრძელდება სამუდამოდ და ამ მიმართულებით მეცნიერები აგრძელებენ მუშაობას.
-
კონტროლის განცდის გაძლიერება: მართალია, ამ ეტაპზე ჩვენზე არ არის დამოკიდებული დაიწყება თუ არა სკოლა, ან როგორი იქნება ზაფხული, თუმცა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორ დავგეგმავთ დღეს. Ჩართეთ ბავშვი დღის დაგეგმვის პროცესში, ეს მათ სიტუაციაზე კონტროლის განცდას გაუძლიერებს.
-
მოახდინეთ დაძლევის სტრატეგიების გამოყენების მოდელირება და დაეხმარეთ ბავშვს გააცნობიეროს თუ რა ეხმარება ემოციური სირთულეების დაძლევაში: თქვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო ფილმის ყურება, საკვების მომზადება, კითხვა, მეგობრებთან შეხმიანება და ა.შ. ჰკითხეთ ბავშვს რა ეხმარება მას ყველაზე მეტად? შეახსენეთ რა დახმარებია წარსულში სხვადასხვა იმედგაცრუებისთან გამკლავების პროცესში. შეაქეთ იმისთვის, რომ ცდილობს იმედგაცრუებასთან გამკლავებას.