გავრცელებული მითები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერქატივობის შესახებ
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელსაც ხშირად ინგლისურენოვანი აბრევიატურით ADHD-ით მოიხსენიებენ, ერთ-ერთი ნეირობიოლოგიური დარღვევაა და როგორც ყველა სხვა დიაგნოზის შემთხვევაში, მასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ბევრი მითია გავრცელებული.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
-
მითი #1
ADHD არ არის ნამდვილი აშლილობა.
-
ფაქტი:
ADHD სამედიცინო თვალსაზრისით აღიარებული სინდრომია, რომლის მართვაც შესაძლებელია, თუმცა ყურადღების კონცენტრაციის ნებისმიერი სირთულე ან იმპულსური ქცევა, მაინცდამაინც ამ მდგომარეობის არსებობაზე არ მიუთითებს.
-
მითი #2
მარტივ ტესტს შეუძლია განსაზღვროს აქვს თუ არა ადამიანს ADHD.
-
ფაქტი:
არ არსებობს რაიმე ერთი დიაგნოსტიკური ტესტი, რომელის გამოყენებითაც მოხდება ADHD-ის დიაგნოსტირება. დიაგნოსტირება როგორც წესი ხდება მულტიდისციპლინარულ გუნდის მიერ და მოიცავს შეფასების სხვადასხვა მეთოდის (ინტერვიუ, დაკვირვება, კითხვარები) გამოყენებას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ინდივიდის ინდივიდის სამედიცინო, განვითარების და საგანმანათლებლო ისტორიისისტორიის დეტალურ შესწავლას და სიმპტომების სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვას.
-
მითი #3
ADHD მხოლოდ ბავშვთა და მოზარდთა აშლილობაა.
-
ფაქტი:
ADHD-იმ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვებზე, მოზარდებსა და ზრდასრულებზე.
-
მსოფლიოშო დაახლოებით 6.4 მილიონ სკოლის ასაკის ბავშვს და დაახლოებით 10,5 მილიონ მოზრდილს აღენიშნებათ ADHD.
-
მითი #4
ADHD მხოლოდ საბაბია, მათთვის ვინც არის ზარმაცი ან არ გააჩნია ნებისყოფა.
-
ფაქტი:
ADHD არ არის მოტივაციის ნაკლებობით ან სიზარმაცით განპირობებული მდგომარეობა და აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირები ხშირად მაქსიმალურად ცდილობენ ყურადღების კონცენტრირებას ამა თუ იმ საქმიანობაზე. აღნიშნული სირთულეები გამოწვეული თავის ტვინის განსხვავებული ფუნქციონირებითა. სწორედ ამიტომ, ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ ADHD-ის მქონე ადამიანისთვის იმის თქმა, რომ „ყურადღებით იყოს“ იგივეა, რაც ახლომხედველი ადამიანისთვის იმის თხოვნა, რომ “შორს შეძლოს დანახვა.”
-
მითი #5
ADHD-ის მქონე ადამიანები ვერასდროს ახდენენ ყურადღების ფოკუსირებას რაიმე საქმიანობაზე.
-
ფაქტი:
მართალია, ADHD-ის მქონე ადამიანებს აქვთ ყურადღების კონცენტრაციის გამოხატული სირთულეები, თუმცა როდესაც მათ რაიმე ძალიან აინტერესებთ ან არიან ახალ სიტუაციაში, შეიძლება ყურადღების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და დიდი ხნით შეძლონ ყურადღების ფოკუსირება კონკრეტულ აქტივობაზე.
-
მითი #6
მშობლის არასწორმა მიდგომებმა შეიძლება გამოიწვიოს ADHD.
-
ფაქტი:
ბავშვის მოუსვენარ, იმპულსურ ქცევასა და უყურადღებობას, გარშემომყოფთა ნაწილი მშობლების მხრიდან გამოვლენილი დისციპლინის ნაკლებობით ხსნის, თუმცა, სინამდვილეში ეს გამოვლინებები შეიძლება სწორედ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინებები იყოს და ნაკლები საერთო ჰქონდეს მშობლების მიდგომასთან. აღსანიშნავია, რომ ADHD-ის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი არ არის დადგენილი და ვარაუდობენ, რომ იგი გარკვეული გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია და არა “დისციპლინის არქონის”
-
მითი #7
ბავშვს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე საათის განმავლობაში გადაბმულად იყოს ჩართული ვიდეო თამაშებში, არ შეიძლება ჰქონდეს ADHD.
-
ფაქტი:
ADHD-ის მქონე ბავშვისთვის საკმაოდ დამახასიათებელია, ერთ გარემოში დეფიციტური, მაგრამ სხვა გარემოში გაუმჯობესებული ყურადღების კონცენტრაციის გამოვლენა. რატომ ხდება ეს? ADHD არ ნიშნავს სრულ უყურადღებობას, არამდედ არარეგულირებულ ყურადღებას. ისეთმა გარემომ ან აქტივობებმა, რომლებიც ADHD-ის მქონე ინდივიდისთვის სახალისოა და საინტერესოა, შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ასეთი ჰიპერფოკუსირება.