top of page

როგორ დავამზადოთ ადაპტური ტარი სახლის პირობებში

ზოგჯერ სხვადასხვა სამედიცინო თუ ფიზიკური შეზღუდვების გამო, ბავშვისთვის სირთულეს წარმოადგენს სტანდარტული ზომის, მაგალითად კოვზის, ჩანგლის, სავარცხლის ან თუნდაც ფანქრის დაჭერა და ამის გამო შესაძლოა თავიდან ირიდებდეს მათ გამოყენებას. ამ დროს მნიშვნელოვანია ადაპტაციური ნივთების შეთავაზება, რათა გაიზარდოს ბავშვის ჩართულობა და დამოუკიდებლობა ყოველდღური საქმიანობების განხორციელების პროცესში.

 აღსანიშნავია, რომ მარტივი ადაპტაციური საშუალების დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც, ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთებისა და მასალების მეშვეობით. მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე მათგანი. 

  • გამსხვილებული/გასქელებული ტარი - ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პირსახოცი, ცხვირსახოცი, რაიმე ნაჭერი და სხვა. დაამრგვალეთ ის და ბუშტის თავებით, რეზინით ან რაიმე ქსოვილით შეკარით. მისი გამოყენება შესაძლებელია კვების პროცესში, კბილების გახეხვის დროს ან თუნდაც კალმის გამოყენებისას. გამსხვილებული ტარი გამოიყენება მაშინ როდესაც ბავშვს უჭირს სტანდარტული ზომის ნივთების გამოყენება, მისი სქელი ზედაპირი ჩაჭიდების პროცესს ხდის უფრო მარტივს. 

        

 

 

 

 

  • სხვადასხვა ტიპის ხელის სამაგრი - იმ შემთხვევაში თუ ბავშვს გასქელებული ტარის მიუხედავად უჭირს კოვზის, ჩანგლის ან მაგალითად კბილის ჯაგრისის გამოყენება, შესაძლებელია ხელის დამატებითი სამაგრის დამზადება, რომელიც ხელის მტევანზე დაფიქსირდება. მისი დამზადება ძალიან მარტივია. ამისათვის დაგჭირდებათ ორმხრივი ფხრიწი და რაიმე წელვადი ქსოვილი, რომელსაც ერთი მხრიდან დააკერებთ ჯიბეს, სადაც მოთავსებთ სასურველ ნივთს, ფხრიწებისგან დამზადებული შესაკრავების გამოყენებით კი დაარეგულირეთ მისი სიგანე.

 არსებობს „უნივერსალური ტარის“  უამრავი მაგალითი, რომელთა დამზადებაც უმარტივესია. თუმცა ნებისმიერი, თუნდაც მარტივი დამხმარე საშუალების შერჩევისას აუცილებელია ბავშვზე დაკვირვება, მისი ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების განაზღვრა.  

შესთავაზეთ ბავშვს რამდენიმე ალტერნატივა და მიეცით საშუალება თავად შეარჩიოს მისთვის კომფორტული და მისაღები დამხმარე საშუალება. 

       

ამ ერთი შეხედვით მარტივი ნივთების გამოყენებით, მნიშვნელოვნად იზრდება ბავშვის ჩართულობა ყოველდღიურ საქმიანობებში, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი მასალა მორგებული იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და  შესაძლებლობებზე. 

aa.png
Picture1.png
a.png
bottom of page