რა არის მუშა მეხსიერება ?
მუშა მეხსიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნებითი უნარია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბაზისური აკადემიური უნარების ათვისებაზე, აზროვნების პროცესებზე, გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი ქცევის მართვაზე. იგი ერთგვარი საცავია, შეზღუდული მოცულობით, რომელსაც შეუძლია ინფორმაცია შეინახოს მოკლე დროით, მოახდინოს ამ ინფორმაციით მანიპულირება და მასზე დაყრდნობით გარკვეული ამოცანის შესრულება.
მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ზეპირად, გონებაში მიუმატონ 15 -ს 24, მიღებულ ჯამს კი გამოაკლონ 5. სწორედ მუშა მეხსიერება იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა მასწავლებლის მიერ დასახელებული ციფრების ვიზუალიზაცია მოახდინონ, შემდეგ შეკრიბონ, დაიმახსოვრონ მიღებულ ციფრთა ჯამი და ბოლოს გამოაკლონ მას ციფრი 6. მომდევნო გაკვეთილზე, ან თუნდაც 15 წუთის შემდეგ, ბავშვებს შესაძლოა აღარც ახსოვდეთ დასახელებული ციფრები, თუმცა ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მუშა მეხსიერებამ თავის როლი შეასრულა- წარმატებით გადაჭრა იმ მომენტში მიცემული დავალება
ასაკთან ერთად, მუშა მეხსიერება მნიშვნელოვან განვითარებას განიცდის, განსაკუთრებით კი 6 დან 19 წლამდე პერიოდში, თუმცა ბავშვების ნაწილს აღენიშნებათ გამოხატული სირთულეები, რაც უარყოფითად აისახება მათ მიერ ბაზისური აკადემიური უნარების ათვისების პროცესზე.
მუშა მეხსიერების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები თავის იჩენს შემდეგი სახით:
-
მუშა მეხსიერების შევიწროვება უდევს საფუძვლად კითხვის სირთულეებს, რადგან ის აკონტროლებს რომ მოხდეს წინადადების დასაწყისში წაკითხული სიტყვების გახსენება.
-
მუშა მეხსიერების მოცულობის შეზღუდვითაა ასევე განმაპირობებელი კითხვისა და ქცევის სირთულეები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებში.
-
წერა არის ერთ-ერთ ყველაზე რთული პროცესი რომელიც კიდევ უფრო მეტად მოითხოვს მუშა მეხსიერების ჩართულობას ვიდრე კითხვა. დასაწერი ინფორმაციის დაგეგვმა, დაწერა და ნაწერის გადახედვა მოითხოვს მუშა მეხსიერების სხვადასხვა კომპონენტების ჩართულობას.
-
მოზარდებში მუშა მეხსიერების შევიწროვება ხშირად იწვევს ინფორმაციის არასწორად დამახსოვრებას.
მუშა მეხსიერების შესაფასებელი დავალებები შედის ინტელექტის ყველა სტანდარტულ ტესტში, რომელიც საშუალებას გვაძლევთ ზუსტად შევაფასოთ აღნიშნულ უნარის განვითარება ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების შემთხვევაში