ბავშვის საკომუნიკაციო პასპორტი
ჩვენს წინა გამოცემაში, ვისაუბრეთ ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებსა და იმ ზოგად რეკომენდაციებზე, რომელიც აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეგეძლოთ გამოგეყენებინათ. მოცემულ გამოცემაში კი, გვსურს გაგაცნოთ ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი - “ბავშვის საკომუნიკაციო პასპორტი”, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის ტრანზიციის პერიოდში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს აღენიშნება კომუნიკაციის სირთულეები.
რა არის საკომუნიკაციო პასპორტი?
საკომუნიკაციო პასპორტი იოლად წასაკითხი, სასარგებლო, ინფორმატიული და სახალისო დოკუმენტია, რომელიც პირველ პირში, შეჯამებულად ასახავს ბავშვთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
ინფორმაციის ამ სახით გაზიარება, ხელს უწყობს ბავშვის პოზიტიურად წარმოჩენას, მისი ძლიერი მხარეების ხაზგასმას და არა „პრობლემებისა“ და დარღვევების აქცენტირებას. მსგავსი დოკუმენტი ასევე კარგად ასახავს ბავშვის ხედვებსა და სურვილებს, მის უნიკალურ მახასიათებლებსა და ხასიათის თავისებურებებს (მაგალითად, იუმორის გრძნობა) და რაც მთავარია, აღწერს ბავშვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებებს, რისი ცოდნაც უმნიშვნელოვანესია ბავშვთან დაკავშირებული პირებისთვის.
პასპორტის შექმნისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
-
დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვებით, ამისათვის გამოიყენეთ სხვადასხვა წყარო: ბავშვის ოჯახის წევრები, მასთან მომუშავე სპეციალისტები და რასაკვირველია, თავად ბავშვი.
-
გადახედეთ პასპორტს რეგულარულად და ცვლილებების არსებობის შემთხვევაში განაახლეთ იგი.
-
აუცილებლად ასახეთ დოკუმენტში ჩანაწერის შექმნის და განახლების თარიღი; მიუთითეთ ასევე, მერამდენე ჩასწორებაა.
-
ჩააკარით პასპორტში ბავშვის ფოტო, გააფორმეთ სხვადასხვა გვერდი შესაბამისი ილუსტაციებითა და სიმბოლოებით, რაშიც თანდართული ნიმუშები დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ, რომ პასპორტის მოცემული ნიმუშის ბეჭდური ფორმით გამოყენებისას სავალდებულოა საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის განთავსება დოკუმენტის ბოლოს.