top of page

         

ბავშვის ენისა და მეტყველების განმავითარებელი თამაშები 

 

თამაში ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი როლი ბავშვის განვითარებაში უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თამაში ბავშვებს არა მარტო გართობის საშუალებას აძლევს, არამედ სხვადასხვა უნარის განვითარებაშიც ეხმარება. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ ორ მარტივ, ინტერაქციულ თამაშს, რომელიც  ბავშვს ენისა და მეტყველების განვითარებას უწყობს ხელს.   ​

questions.png
hearing.png
  • “გამოიცანი რისი ხმაა” - დაეხმარეთ ბავშვს მოთავსდეს კომფორტულად და გააცანით მას თამაშის ინსტრუქცია: “ჩვენ ვითამაშებთ ხმების გამოცნობას. მე გამოვცემ ხმას. შენ მომისმინე და მითხარი რომელი ცხოველის ხმა არის”. თამაშისთვის შეარჩიეთ ბავშვისთვის ნაცნობი ცხოველები,  ფრინველები და ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სპეციფიკურ ხმას გამოსცემს და ნაცნობია ბავშვისთვის.  

მაგალითად:

მშობელი: გამოსცემს კატის ხმას - „მიაუ.“

ბავშვი:  მოისმენს ხმას, განსაზღვრავს მისთვის ნაცნობ რომელ ცხოველს შეესაბამება იგი  და წარმოთქვამს „კატას.“

თუ გახმოვანება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, მოიძიეთ შესაბამისი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი და ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით მოასმენინეთ ბავშვს სასურველი ხმა.  

 

  • “დაასახელე მოქმედება” - მოცემული თამაში ჰგავს წინა თამაშს, თუმცა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ხმის ამოცნობის ნაცვლად, ბავშვმა უნდა გამოიცნოს თქვენს მიერ განსახიერებული მოქმედება. შეარჩიეთ ყოველდღიური, ბავშვისთვის ნაცნობი მოქმედებები.

მაგალითად:

მშობელი: თავს დებს ბალიშზე, ამთქნარებს და ხუჭავს თვალებს.

ბავშვი: აკვირდება მოძრაობებს და ცდილობს გამოიცნოს თუ რომელ მოქმედებას შეესაბამება ისინი. სწორად ჩაითვლება ნებისმიერი პასუხი, რომლის შინაარსიც ახლოსაა განსახიერებულ მოქმედებასთან, ზემოთ განხილული მაგალითის შემთხვევაში სწორი პასუხი იქნება „ძილი“ „მეძინება“ „გ(მ)ძინავს“ და ა.შ. 

bottom of page