top of page

სენსორული სათამაშოს დამზადება სახლის პირობებში

ბავშვები გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციას მხედველობის, სმენის, გემოს, ყნოსვის, შეხების და სხვა შეგრძნებების საშუალებით იღებენ.  სხვადასხვა შეგრძენებებით მიღებული სტიმულაცია ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ბავშვის ყოველდღიური გამოცდილების გამრავალფეროვნება სხვადასხვა შეგრძნებებით სახლის გარემოშიც შესაძლებელია. ამის ერთ-ერთ გზას კი სენსორული სათამაშოების გამოყენება წარმოადგენს. 

რა არის სენსორული სათამაშო?  

სენსორულია სათამაშო, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული შეგრძნებების აღმოცენებას ბავშვში.  არსებობს სპეციალურად სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი და სხვა შეგრძნებების განვითარებაზე მიმართული სათამაშოები. 

მოცემულ სტატიაში გასწავლით თუ როგორ დაამზადოთ სენსორული ბურთი, რომელიც შეხების შეგრძნებების განვითარებისთვისაა  სასარგებლო. სათამაშოს შექმნის პროცესში  შეძლებისდაგვარად ჩართეთ თავად ბავშვიც.  გაამახვილეთ მისი ყურადღება ფერებისა და სხვადასხვა სტრუქტურების გარჩევაზე, აქტივობის ნაბიჯების თანმიმდევრობაზე,საკუთარი ჯერის დალოდებაზე. 

1.jpg

რა მასალა დაგჭირდებათ სენსორული ბურთების დასამზადებლად?  

  • 2  ბუშტი

  •  მაკრატელი

  •  ძაბრი

  •  კოვზი

  •  სხვადასხვა სახის ბურღულეული.  მაგალითად: ფქვილი,ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ.

კომენტარი: ბურღულეულის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია ბუშტის ზომაზე

სენსორული ბურთის შექმნის ნაბიჯები: 

  • აირჩიეთ  ერთი ან რამდენიმე სახის ბურღულეული, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. 

  • აიღეთ ბუშტი, მოაჭერით ჩასაბერი მხარე და შეინახეთ მოჭრილი ნაწილი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მოათავსეთ ძაბრი ბუშტში ისე, რომ შეძლოთ მასში ბურღულეულის ჩაყრა.







 

 


 

 

 

 

 

  • ჩაყარეთ ბურღულეული ბუშტის გავსებამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • რამდენიმე სახის ბურღულეულის გამოყენების სურვილის  შემთხვევაში, თანმიმდევრობით ჩაყარეთ ბურღულეული ბუშტში, მაგალითად: ჯერ ბრინჯი,შემდეგ ფქვილი, ბოლოს კი წიწიბურა. 









 

  • შევსების შემდეგ მოუკარით თავი. 

 


 

 








 

 

 

 

  • აიღეთ მეორე ბურთი.მოაჭერით თავი ჩასაბერიდან ოდნავ ქვემოთ. 

  • მეტი სიმყარისთვის, ამოაცვით უკვე დამზადებულ ბუშტს. 




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ბუშტის მოჭრილი მასალით, ორივე მათგანს მოუკარით თავი.

და სენსორული ბურთიც მზად არის! 

7.png
2.png
3.png
4.png
6.png
8.png
bolo.png
6.png
bottom of page