top of page

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ორგანიზაციული უნარების განვითარებაში?

სკოლა, განსაკუთრებით კი სკოლის საბაზო საფეხური, ბევრი მოთხოვნის წინაშე აყენებს ბავშვებს, მათ როგორც წესი უფრო მეტი საშინაო დავალება აქვთ და ამიტომ ორგანიზაციული უნარების არსებობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ამ მოთხოვნებთან გასამკლავებლად, საჭიროა მათ ისწავლონ დროის სწორად განაწილება. 

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები, მათთვის ამის სწავლებაში დაგეხმარებათ:

 

  • გააკეთეთ შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალი: ურჩიეთ ბავშვს ჩამოწეროს ყველა შესასრულებელი დავალება ფურცელზე, იდეალურ შემთვევაში კი დაფაზე. 

  • დაახარისხეთ შესასრულებელი დავალებები: ურჩიეთ ბავშვებს მიაწერონ თითოეულ დავალებას შესრულების თარიღი, შემდეგ კი აუხსენით, რომ მუშაობა უნდა დაიწყონ იმ დავალებებით, რომელთა შესასრულებლადაც ყველაზე ნაკლები დრო აქვთ დარჩენილი ან რომლებიც ყველაზე რთული ან შრომატევადია. დაეხმარეთ, რომ დაახარისხონ დავალებები ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის ფანქარი ან კალამი მის აღსანიშნავად, თუ რა დავალებები უნდა შესრულდეს პირველ რიგში და რა შემდგომ ან თუნდაც მეორე დღეს. მაგალითად, წითელი ფერის ფურცლებზე შეგიძლიათ დაწეროთ სასწრაფოდ შესასრულებელი დავალებები, მწვანეზე ის, რაც კვირის ბოლომდე შეიძლება შესრულდეს. 

  • მოათავსეთ საჭირო ნივთების ყუთი სახლის კართან ახლოს: იმ შემთხვევაში თუ სკოლაში წასაღებ ნივთებს (მაგალითად ზურგჩანთას, ბავშვის მიერ შესრულებულ პროექტს, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისთვის განკუთვნილი ტანისამოსს და სხვა) კართან ახლოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსებთ, გაიზრდება იმის შანსი, რომ ბავშვს გაახსენდეს მათი სკოლაში წაღება. 

  • გამოყავით ერთი დღე სასკოლო ნივთების მოსაწესრიგებლად: მოუწოდეთ ბავშვს პერიოდულად მოაწესრიგოს სასკოლო ნივთები- გადაყაროს ფურცლები, რომლებიც აღარ ჭირდება, გაასუფთავოს სათლელები,  ნივთების დალაგება არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს და აიოლებს საჭირო ნივთების მოძებნას და ორგანიზებას. 

  • დაეხმარეთ დროის აღქმის გამომუშავებაში: სთხოვეთ ბავშვს რამდენიმე დღის ან საჭიროების შემთხვევაში, კვირის განმავლობაში ჩაინიშნოს დავალების დაწყების და დასრულების დრო. ეს დაეხმარება მას განსაზღვროს თუ რა დრო სჭირდება ამა თუ იმ ამოცანის შესრულებისთვის და უკეთ გაანაწილოს იგი მომავალში. 

bottom of page