top of page

 რას არის აღმასრულებელი ფუნქციები და როგორ შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას?

აღმასრულებელი ფუნქციები სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების საერთო სახელწოდებაა, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წარმართვაში. სწორედ აღმასრულებელ ფუნქციებს უკავშირდება ისეთი უნარები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, მოქმედებების დაგეგმვა და ორგანიზება, შემუშავებული გეგმის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა,  პრობლემების გადაჭრა, ასევე   ემოციების რეგულაცია და ქცევის მართვა. ამ უნარების განვითარება ადრეული პერიოდიდან იწყება და ზრდასრულობის პერიოდში სრულდება, მათთან დაკავშირებული სირთულეები კი განსაკუთრებით თვალსაჩინო სკოლის საბაზო საფეხურზე ხდება, როდესაც ბავშვს უფრო  მეტად მოეთხოვება დამოუკიდებელი მუშაობა.

რა შეიძლება მიუთითებდეს აღმასრულებელი ფუნქციებთან დაკავშირებულ სირთულეებზე?

  • ბავშვის ოთახში მუდმივი არელობაა და სამუშაო მაგიდა მოუწესრიგებელია.

  • უჭირს ისეთი ინსტრუქციების შესრულება, რომლებიც რამდენიმე მოქმედების თანმიმდევრულად შესრულებას მოითხოვს.

  • უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა, მაშინ როდესაც ეს მისი თანატოლებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. 

  • ხშირად იგვიანებს და საჭიროებს მუდმივ შეხსენებას, რომ დროულად მოემზადოს სადმე წასასვლელად.

  • უჭირს დავალებების შესრულება, თუკი ვინმე არ აძლევს კონკრეტულ მითითებს და არ ეხმარება მეცადინეობის პროცესის დაგეგმვაში. 

  • მუდმივად კარგავს პირად ნივთებს (მაგალითად ქურთუკს, სკოლის სახელმძღვანელოებს და ა.შ.)

  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ საშინაო დავალება შესრულებული აქვს, ავიწყდება მისი დროულად ჩაბარება მასწავლებლისთვის.

  • უჭირს დროის განსაზღვრა და მართვა.

  • უჭირს საკუთარი ქცევის მართვა, როდესაც იმედგაცრუებას განიცდის. 

  • აქვს ერთდროულად ორი მიზანმიმართული აქტივობის შესრულების სირთულე, მაგალითად შესაძლოა ქუჩაში ტელეფონზე საუბრისას არ მიაქციოს ყურადღება სად მიდის და გზა აებნას. 

  • ხშირად იმპულსურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე ავლენს სარისკო ან მძაფრი შეგრძნებების გამომწვევ ქცევებს.

როდესაც ბავშვებს არ აქვთ კარგად განვითარებული აღმასრულებელი ფუნქციები, საჭირო ხდება მათი დეტალური ახსნა და სწავლება. თუმცა პირველ რიგში სასურველია სწავლება ბავშვის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებით დაიწყოთ, ეს შეიძლება იყოს კარგი მეხსიერება, მისთვის საინტერესო აქტივობებზე ფოკუსირების უნარი, საკუთარი შესაძლებლობების შეფასების უნარი, მოქნილობა ალტერნატიული გეგმების შემუშავებისადმი და სხვა. 

 

აღმასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სირთულეების დროს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ის კონკრეტული უნარი ან და უნარები, სადაც ვლინდება სირთულე, რომ ჩარევის გეგმა სპეციფიკური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული იყოს.

 ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ბავშვის ძლიერი მხარეები - ანუ რა გამოსდის კარგად. ამ უნარების გამოყენება ინტერვენციის დაგეგმვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. 

bottom of page