top of page

Როგორ ვესაუბროთ 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვს?

Ჩვენი ორგანიზაციის ყოველკვირეული გამოცემის წინა გამოშვებაში წარმოგიდგინეთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ ვესაუბროთ 0-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვებს. Მოცემულ სტატიაში კი განვიხილავთ 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებთან კომუნიკაციის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუკი 6 თვემდე ასაკში ბავშვი კომუნიკაციას ტირილის, ღიმილისა და ღუღუნის საშუალებით ამყარებდა, 6 თვიდან ის უფრო დაკვირვებით იწყებს თქვენს მოსმენას, რეაგირებს საკუთარ სახელზე, იყენებს ჟესტებს სიტყვების წარმოთქმამდე, დაახლოებით 10-12 თვიდან კი ცალკეული სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. აღნიშნული უნარების განვითარება ერთი მხრივ  მშობელს ბავშვთან კომუნიკაციის დამყარებას უმარტივებს და ამასთანავე, ჩვილთან უფრო აქტიური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. 

წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენსა და თქვენს შვილს შორის კომუნიკაციის დამყარებას და ამასთანავე, წაახალისებს ჩვილის შემეცნებითი უნარების, ასევე და ენისა და მეტყველების განვითარებას. 

სიტყვიერად აღწერეთ გარემოში არსებული საგნები

თუკი, 6 თვემდე ასაკში რეკომენდებულია ჩვილთან საუბარი, ყოველდღიური აქტივობების აღწერა, 6 თვიდან კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია გარშემო არსებული ობიექტების თუ მოვლენების აღწერა. Ამ ეტაპზე შეგიძლიათ არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენები აღწეროთ, არამედ ცალკეული ობიექტები და მათი მახასიათებლები. Მაგალითად, დიდი ძაღლი/ პატარა  ძაღლი, მაღალი სკამი/დაბალი სკამი, ლურჯი მანქანა, წითელი ვაშლი. 

ეს ეხმარება ბავშვს ისწავლოს ახალი სიტყვები,  ყურადღება გაამახვილოს გარემოში არსებულ სხვადასხვა საგნებზე და გაიგოს როგორია ეს საგნები. ობიექტების დასახელებით, ბავშვი ასევე ხვდება, რომ სიტყვებს აქვს აზრი და მნიშვნელობა.

ას.png

წაახალისეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ

ასაკობრივი განვითარების ამ ეტაპზე, ჩვილები მეტ ინტერესს იჩენენ გარემოში არსებული ობიექტების თუ მოვლენების მიმართ. დააკვირდით, რა იქცევს თქვენი შვილის ყურადღებას  და წაახალისეთ მისი ინტერესი. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ხმის წყარო ან სათამაშო. Მაგალითად, თუკი მის სივრცეში არსებული სათამაშო მანქანა დააფიქსირა,  აჩვენეთ თუ როგორ მოძრაობს მანქანა და გამოეცით შესაბამისი ხმები, აღწერეთ მანქანის მახასიათებლები  (ფერი, ზედაპირი). ამასთანავე, მიეცით საშუალება თავადაც გაეცნოს კონკრეტულ ნივთს. 

შეცვალეთ ბავშვისთვის ნაცნობი მელოდიები და სიმღერები

ჩაანაცვლეთ სიტყვები საბავშვო სიმღერებში ბავშვის სახელით, რათა აღძრათ მისი ინტერესი.  იმღერეთ რამდენჯერმე და დააკვირდით, რეაგირებს თუ არა ბავშვი საკუთარი სახელის გაგონებაზე. შეგიძლიათ ხელით მიუთითოთ ბავშვზე, ცხვირზე თითი დაადოთ ან შეუღუტონოთ იმ დროს, როდესაც მის სახელს ახსენებთ, რათა უკეთ მომართოთ მათი ყურადღება.

bottom of page