top of page
როგორ ვაქციოთ კითხვა ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად?

კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ყოველდღიურად თქვენს შვილთან ერთად სახლის გარემოში შეგიძლიათ განახორციელოთ. 

რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი? 

კითხვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკისა და გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მოსმენა, მეტყველება და აზროვნება.  

რამდენი დრო უნდა დავუთმოთ კითხვას? 

რეკომენდებულია, ყოველდღე მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში ბავშვთან ერთად კითხვა. თუკი, თქვენ ერთ ჯერზე 20 წუთის განმავლობაში კითხვას ვერ მოახერხებთ, დაყავით ეს დრო და დღის სხვადასხვა მონაკვეთზე გადაანაწილეთ. 

 

რომელია კითხვისთვის საუკეთესო დრო? 

დაფიქრდით და ეცადეთ განსაზღვროთ კითხვისთვის საუკეთესო დრო თქვენი დღის განრიგიდან გამომდინარე და შეეცადეთ აქციოთ იგი ყოველდღიური რუტინის ნაწილად. ზოგიერთი თქვენგანისთვის კითხვისთვის საუკეთესო დრო  შეიძლება იყოს დილა, სხვებისთვის კი სადილის შემდგომი ან ბავშვის დაძინების წინა პერიოდი. 

რა შეგვიძლია ვიკითხოთ ბავშვთან ერთად? 

საკითხავი მასალის არჩევისას, ეცადეთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ მოთხრობებით. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენი და თქვენი ბავშვის ინტერესების სფეროს უკავშირდება, იქნება ეს რეცეპტების წიგნი, კომიქსები, ელექტრონული სტატიები თუ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ინტერვიუები ცნობილ პიროვნებებთან.

როგორ ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად?

ქვემოთ მოცემული ცხრილი აღწერს კითხვის რამდენიმე ფორმას, ასევე იმას, თუ როდის და რა შემთხვევაშია თითოეული მათგანის გამოყენება რეკომენდებული. 




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც კითხვა თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცევა, შეგიძლიათ მუშაობა ბავშვის გაგების უნარის განვითარებაზე დაიწყოთ, ამაში კი ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, რომელსაც შემდეგ საინფორმაციო ბიულეტენში შემოგთავაზებთ.  

Picture2.png
bottom of page