top of page

როგორც ყველასთვის ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე თვეა ბავშვების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რაც თავის მხრივ კომპიუტერთან რამდენიმე საათის განმავლობაში ჯდომას, მოსმენას,  აქტიურობასა და ზოგადად სასწავლო პროცესზე კონცენტრირებას მოითხოვს. ეს ყველაფერი ბავშვების ნაწილისთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. 

   ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ გახადოთ დისტანციური სწავლების პროცესი უფრო ეფექტური, ნაკლებად დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო. 

  • წინასწარ მოამზადეთ სამუშაო გარემო, შეარჩიეთ შედარებით მშვიდი სივრცე, მაქსიმალურად შეამცირეთ ზედმეტი სტიმულები გარემოში. მაგალითად: ფონური ხმები, ზედმეტი ნივთები და სხვა. 

  • აუცილებელია ბავშვი იჯდეს მაქსიმალურად სწორად, ნეიტრალურ პოზაში ისე რომ მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსარი მოხრილი იყოს 90 გრადუსით. დარწმუნდით რომ სკამი და მაგიდა ბავშვის სხეულის პროპორციების შესაბამისია. თუკი სკამი მაღალია, გამოიყენეთ მცირე ზომის სპეციალური კუბი ან თუნდაც ყუთი.მნიშვნელოვანია ბავშვს შეეძლოს ორივე იდაყვით მაგიდაზე დაყრდნობა თავისუფლად და კომფორტულად.

image2.jpg
image1.jpg
  • კომპიუტერის ეკრანი მოათავსეთ ისეთ სიმაღლეზე რომ ბავშვმა შეძლოს თავის ნეიტრალურ პოზიციაში შენარჩუნება.

  •  წინასწარ შეარჩიეთ განათების კუთხე და დარწმუნდით რომ კომპიუტერის ეკრანზე არ ჩნდება ანარეკლი. 

  • მნიშვნელოვანია პერიოდულად ჯდომითი აქტივობა შეიცვალოს მოძრაობითი აქტივობით. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, თუნდაც მცირე დროით ჩართეთ ბავშვი რაიმე ფიზიკურ აქტივობაში, რომლის დროსაც მას მოუწევს ადგომა და მოძრაობა. მაგალითად:  ვარჯიში, სკამების მაგიდის ქვეშ შელაგება, სხვადასხვა ნივთების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და სხვა

 

თუკი ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს გაკვეთილს, წამოდგეს ან/და იმოძრაოს, სცადეთ რამდენიმე მარტივი მეთოდის გამოყენება: 

  • გამოიყენოთ წელვადი რეზინი. რომელსაც დაამაგრებთ სკამის წინა ორ ფეხზე ისე, რომ  ბავშვმა შეძლოს ფეხებით თამაში. 

image3.jpg
image5.jpg
  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერით გაბერილი დისკი ან თერაპიული ბურთი, რომელთა გამოყენებითაც ბავშვს შეეძლება აქტივობების პარალელურად ამოძრაოს სხეული. ეს სტრატეგიები ხშირ შემთხვევაში ეხმარება ბავშვს მოძრაობითი შეგრძნებების მიღებასა და აქტივობაზე უკეთ ფოკუსირებაში.

image4.jpg
unnamed.png
დაგვიტოვეთ შეფასება
შეგვაფასეცუდიანორმალურიაკარგიაძალიან კარგიარაჩვეულებრივიშეგვაფასე
bottom of page